რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხაზარაძე: ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ქვეყანას, უნდა გადადგეს

ქართული ოცნების პრემიერ ღარიბაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ელჩის გაწვევა...

ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. 19 სთ ზე ყველა რუსთაველზე!

წერს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

კომენტარები