რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: პუტინის გათვლები არასწორი იყო უკრაინაზე, ევროპასა და ბირთვულ საფრთხეზე

ვფიქრობ, როცა ბირთვულ საფრთხეზე გვესმის, ყოველთვის სეროზულად უნდა მოეკიდო. ვერ იტყვი, რომ ეს საერთოდ არაფერია. ბირთვული საფრთხე ფსიქოლოგიური ომია. კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ რა არის წარსული და რა მომავალი. მისი წარსულიდან ცხადია, რომ ის ფსიქოლოგიურად მანიპულირებს და იგი უდავოდ უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ იარაღში, ვიდრე კლასიკური ომის წარმოებაში. მისი ყველა გათვლა მცდარი იყო.

ვლადიმირ პუტინის გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ მცდარი იყო, ისევე როგორც ევროპის რეაქციასა და ბირთვულ საფრთხეზე. მათ შორის, ზელენსკიზე არსებობდა აზრი, რომ ახალგაზრდაა, გამოუცდელი და სწრაფად დანებდებოდა.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 2-თან ინტერვიუსას. ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება 27 თებერვალს გასცა.

კომენტარები