საქართველო-ევროკავშირი

ზალკალიანი: ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ნაბიჯები პარტნიორებთან უნდა შევაჯეროთ

იცით თქვენ, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც ისინი იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით სოლიდარულები ვართ მათ მიმართ და, ამავე დროს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. 

ბორელთან საუბარი საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზეც მქონდა. ამაზე ვმუშაობთ. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ. ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან. 

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები