მთელი დღის განმავლობაში გვქონდა სამარცხვინო ამბავი, რომ თვითმფრინავს, რომელსაც უკრაინაში უკრაინელების დასახმარებლად წასვლის მსურველი ქართველი მოხალისე ადამიანები უნდა წაეყვანა, არ აძლევდნენ აფრენის საშუალებას. ჩვენ სანდო წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მთავრობის კონკრეტული წარმომადგენელი მთავრობის სახელით იყო მისული ადგილზე და განუცხადა ადგილზე მყოფ პირებს, რომ ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ დაუშვას ეს ფრენა.
ჩვენ ახლა ვნახეთ პირველი აქტიური ნაბიჯი პუტინის რუსეთის მხარდასაჭერად. უკრაინის მხარდასაჭერად წასვლის მსურველი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა არის სწორედ პუტინის რუსეთის პირდაპირი დახმარება. ხელისუფლებამ მხარე არამარტო უმოქმედობით აირჩია, არამედ ფიზიკური, უკანონო მოქმედებითაც. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ახალ ხარისხში გადასვლა.





