ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ აქვს გენოციდის ნიშნები. ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ვესაუბრე. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას, მსოფლიო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვას.
ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა. ეს ტერორია. ისინი ჩვენს ქვეყანაზე შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს ბოროტებაა. ბოროტება, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა და რომელიც უნდა გავანადგუროთ.
გვატყუებდნენ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ დაბომბავდნენ, თუმცა შემოჭრის პირველი დღიდან რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. თავიდანვე აირჩიეს ხალხზე თავდასხმის ტაქტიკა. ელექტროსადგურები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები - ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ხარკოვში, კიევში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალს შეესაბამება.





