რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ფრედერიკ ბეგბედერი: პუტინს ძალიან, ძალიან პატარა პენისი აქვს

99 ფრანკის ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

"ძვირფასო უკრაინელებო, სამი დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, ახლა კი ვხვდები, რომ მას ყველაზე დიდი ყვ**ები აქვს სამყაროში. ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ ძუკნაა, ის ასევე შეშინებულია, ის სასაცილოა, მას ძალიან, ძალიან პატარა პენისი აქვს, ძალიან პატარა ასო. მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი მშიშარა ქვეყნის, რომელიც სასწრაფოდ არ გეხმარებათ, სასწრაფოდ! მე ძალიან შერცხვენილი ვარ და ვფიქრობ, ყველა დასავლური მთავრობა მაქსიმალურად სწრაფად, ამავე ღამეს, უნდა დაგეხმაროთ. მინდა ვუთხრა ყველა ჩემს უკრაინელ მეგობარს: მიყვარხართ, თქვენ მამაცი ხალხი ხართ და იმსახურებთ თავისუფლებას, იმიტომ, რომ ევროპელები ხართ, ჩემი ნება რომ იყოს, ნატოში მიგიღებდით, თქვენ ჩვენი ძმები ხართ. ასევე მინდა ჩემს რუს მკითხველსა და მეგობრებს მივმართო: იმოქმედეთ, თქვით იმას რას გრძნობთ, უარი თქვით ამ სულელ დიქტატორზე, შეაჩერეთ ის. ჩუმად აღარ უნდა იყოთ, თქვენ არ გაქვთ ამის უფლება, შეაჩერეთ ეს უაზრო, სულელური ომი". – ამბობს მიმართვაში ფრანგი მწერალი.

ფრედერეკ ბეგბედერი ფრანგი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ტელეწამყვანია. მისი ყველაზე ცნობილი რომანია 99 ფრანკი, რომელიც 2003 წელს გამოვიდა და საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები