რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებს ვიზები გაუუქმა

Fiba

დიდმა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა, ბელარუსის საკალათბურთო კაცთა ნაკრებას ვიზები გაუუქმა. 

"ბელარუსის კალათბურთის ნაკრებს, რომელსაც ხვალ ღამე ნიუკასლში უნდა გაემართა შეხვედრა, ვიზები გავუუქმე. დიდი ბრიტანეთი არ მიიღებს იმ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს, რომლებიც უკრაინაში პუტინის მიერ მოწყობილი უკანონო შეჭრის თანამონაწილენი არიან". – წერს პატელი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი უკრაინაში ბელარუსიის გავლით შევიდა.

კომენტარები