რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინისთვის" – 26 თებერვალს, 19:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია
ტაბულა

"უკრაინისთვის" - ამ სახელწოდებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან დღეს, 26 თებერვალსაც გაიმართება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 

სოლიდარობის აქციას აქტივისტები და პარტიების წარმომადგენლებინ უერთდებიან. 

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!" - წერენ აქტივისტები.  

25 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე ომზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გაემიჯნნენ. 

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

"გასაოცარი ქართველი ერი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როცა ხალხი მთავრობა არ არის, არამედ მასზე უკეთესია". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები