აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ პოზიციაზე საკუთარ კანდიდატად 51 წლის კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი წარადგინა, რომელიც არჩევის შემთხვევაში პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნული ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე გახდება.
კეტანჯი ამჟამად კოლუმბიის ოლქის (DC) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ის ამ პოზიციაზე გასულ წელსაც ჯო ბაიდენმა წარადგინა. ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გასცა დაპირება, რომ თუ ვაკანტური ადგილი იქნებოდა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად შავკანიან ქალს წარადგენდა.
უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმდინარე წელს 83 წლის მოსამართლემ, სტივენ ბრაიერმა ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილებამ ჯო ბაიდენს საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალება მისცა.





