რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Setanta Sports-მა რუსული ზენიტის მატჩი ეთერიდან მოხსნა, სხვა ტრანსლაციები უკომენტაროდ გააშუქა

Setanta

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Setanta Sports-მა რუსული ზენიტის მონაწილეობით მატჩი არ გააშუქა.   

რეგიონში ყველაზე მსხვილმა სპორტულმა ტელევიზიამ გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის მიზნით მიიღო. ამ მატჩის მსვლელობის ნაცვლად, adjarasport.tv-ის პირდაპირ ეთერში და setantasports.com-ის პლატფორმაზე, 2 საათის განმავლობაში უკრაინის ეროვნული ჰიმნი გადიოდა. 

ამ გადაწყვეტილებას არაერთი საერთაშორიოს მედია გამოეხმაურა: 

"Setanta Sports-ი რუსული კლუბების მონაწილეობით მატჩებს აღარ გააშუქებს" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია უკრაინულმა ონლაინ ჟურნალმა НВ ბიზნესმა

"რუსული ინტერვენციის შემდეგ, სეტანტა სპორტი რუსული კლუბების მატჩებს აღარ გააშუქებს" - წერს უკრაინული ონლაინ გამოცემა Детектор медіа.

"ევროპა ლიგის - ბეტისი-ზენიტის მატჩის ნაცვლად, უკრაინის ჰიმნს გააშუქებენ" - ამ სათაურით გამოაქვეყნა ნიუსი უკრაინულმა OBOZREVATEL-მა

"სეტანტა უარს ამბობს რუსული კლუბების ტრანსლაციაზე და ბეტისი-ზენიტის მატჩის ნაცვლად, უკრაინის ჰიმნს გაუშვებენ ეთერში" - წერს tribuna.com 

ამას გარდა, საღამოს ეთერში ყველა სხვა საფეხბურთო მატჩი, რომელიც პირდაპირ ეთერში Setanta Sports-ის არხებზე გადიოდა, კომპანიის გადაწყვეტილებით უკომენტაროდ გავიდა.

ჩვენ ამ ბოროტებას ბევრ სხვაზე უკეთ ვიცნობთ და ის ბევრ სხვაზე ხშირადაა ჩვენს თავზე დატეხილი. ამიტომ ჩვენს ერთგულ მაყურებელს აჭარასპორტი და სეტანტა სპორტსი ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ რეპორტაჟი კომენტარის გარეშე გაგრძელდება. - ამ ფორმით აუხსნეს სპორტულმა კომენტატორებმა მაყურებლებს კომპანიის გადაწყვეტილება

შეგახსენებთ, აჭარა ჯგუფმა Setanta Ukraine წლის დასაწყისში შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული Setanta Sports- უკვე მსოფლიოს 14 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები