რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირჩი – მეტი თავისუფლება: ჩვენი წევრი ღარიბაშვილზე პლაკატის გამო დააკავეს

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, პარლამენტთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების საპროტესტო აქციაზე პარტიის წევრი, ბადრი გრიგალაშვილი დააკავეს.

"ღარიბაშვილის დედას შე*ეცით" – ეწერა ბადრი გრიგალაშვილის პლაკატზე. 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ გრიგალაშვილს ჯერ პლაკატი წაართვა, შემდეგ კი დააკავა.

ტაბულა მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

25 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.

კომენტარები