რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მანჩესტერ იუნაიტედმა აეროფლოტთან ხელშეკრულება გაწყვიტა

Wikipedia

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბმა, მანჩესტერ იუნატედმა ავიაკომპანია აეროფლოტთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

აეროფლოტი ცნობილ კლუბს 2013 წლიდან ემსახურებოდა და გუნდის ერთ-ერთი სპონსორი იყო. ხელშეკრულების მიხედვით რუსული კომპანია მანჩესტერს 2023 წლის ჩათვლით უნდა მომსახურებოდა.

23 თებერვალს მანჩესტერ იუნაიტედმა აეროფლოტის თვითმფრინავით მადრიდში გამგზავრებაზე უარი თქვა. 

24 თებერვალს პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლის შემდეგ, ბრიტანეთში აეროფლოტის საქმიანობა აკრძალა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები