რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Meduza-ს რედაქტორი: თუ თქვენი მთავრობის გამო თავს ცუდად გრძნობთ, საქართველოში მაინც არ ხართ

თუ თავს ცუდად გრძნობთ, რომ თქვენი ევროპული მთავრობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, სულ მცირე, საქართველოში მაინც არ ხართ, სადაც პრემიერმინისტრმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე კიევისთვის "სოლიდარობის" გამოცხადების პარალელურად. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა.

წერს Meduza-ს ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი კევინ როთროკი Twitter-ზე. 25 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.

კომენტარები