უკრაინელმა ჯარისკაცმა, ვიტალი სკაკუნმა, რუსული ტანკების შესაჩერებლად, ხიდთან ერთად აიფეთქა თავიც. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილი ავრცელებს.
25 თებერვალის დილას, კიევში რუსული ტანკების კოლონის შემოსვლა რომ შეეკავებინათ, სამხედროებმა საავტომობილო ხიდის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღეს.
გადმოსასვლელ ხიდზე დროულად ვერ მოხერხდა ასაფეთქებლების დაყენება. ცალკეული ბატალიონის ინჟინერმა, მეზღვაურმა ვიტალი ვლადიმიროვიჩ სკაკუნმა მოხალისეობა გადაწყვიტა. მან თანამებროლებს შეატყობინა, რომ ხიდს დაუყოვნებლივ ააფეთქებდა და რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქების ხმაც გაისმა. ურკაინელი ჯარისკაცი დაიღუა.
მისმა გმირულმა საქციელმა საგრძნობლად შეანელა რუსული ჯარის გადაადგილება. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა შეძლეს გადანაწილება და პოზიციების დაკავება.
კიევში საგანგაშო სირენების ხმა კვლავ ისმის. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალიონა შკრუმმა დღეს თქვა, რომ დედაქალაქს უახლოეს წუთებში დაარტყამს რუსული ავიაცია. იქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ დაწერა, რომ რუსეთი კიევში ტანკებით შესვლას აპირებს და დღევანდელი დღე ქვეყნისთვის ყველაზე რთული იქნება.





