რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პელე: უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ

DW

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე უკრაინაში რუსეთის შეჭრას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"წლები გადის, მაგრამ ცოტა რამ შეიცვალა ჩემი ბავშვობის მერე. გადატანილ ტრაგედიებს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, უფრო მშვიდობიანი სამყარო უნდა გვეშენებინა. ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს. ლოცვებში ვთხოვ ღმერთს რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს". – წერს ფეხბურთის მეფე.

პელე ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელია. ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტული აქვს მოპოვებული. მრავალი გამოცემისა და სპეციალისტის აზრით არის ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. მისი ზედმეტსახელია ფეხბურთის მეფე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები