მე მგონია, რომ სანქციები აუცილებელია, მაგრამ სანქციების გარდა, როცა უსაფრთხოების მიმართულებით არის გამოწვევები, უსაფრთხოების სფეროშივე პასუხი აუცილებელია. ამ მიმართულებითაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ეს არის უზრუნველყოფა იმისა, რომ უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობა ამხელა აგრესიის ფონზე დიდი ხანი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. ეს ტრაგედიაა, მაგრამ აუცილებელია. ეს ნიშნავს იმასაც, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპაში დასავლეთის შეიარაღების ბევრად უფრო გაძლიერება, ვიდრე დღეს არის. ეს არის სერიოზული პასუხი პუტინის ბოროტების იმპერიის აგრესიაზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია უკრაინაზე: სანქციები აუცილებელია, მაგრამ პასუხები უსაფრთხოების სფეროშივეა საჭირო
tbl.ge/5vm6
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროები კონფლიქტში არ ჩაერთვებიან.
ამავე თემაზე
- NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
- ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება
- ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს – Ukrinform
- უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
- ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით




