რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

სტივენ კინგი უკრაინაზე: სუსტი უნდა დაიცვა, თუნდაც ამის გამო მუშტი მოგხვდეს

Christianity Today

ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"უმრავლესობას საბავშვო მოედანზე გატარებულმა დრომ გვასწავლა: არ უნდა გადგე გვერდზე, როდესაც დიდი ბავშვი პატარას ჩაგრავს. შეიძლება ერთი ან ორი მუშტიც მოგხვდეს, მაგრამ ეს სწორი საქციელია". – წერს კინგი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

სტივენ კინგი ცნობილი ამერიკელი მწერალია. მის წიგნებს შორის არის ბესტსელერები ნათება, მიზერი, იგი. 

კომენტარები