რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: შოლცმა ჯონსონი გააფრთხილა რომ გერმანია და EU რუსეთის SWIFT-იდან გაგდებას მხარს არ დაუჭერს

ოლაფ შოლცი

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გააფრთხილა, რომ გერმანია და ევროკავშირი რუსეთის SWIFT-იდან გაგდებას მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლელ პარტნიორებს მიმართა, გააგდონ რუსეთი SWIFT-იდან.

ბორის ჯონსონმა კი ახალი სანქციების წარდგენისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსეთს საერთაშორისო ეკონომიკიდან გამოწურავს.

კომენტარები