რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანულ საფეხბურთო გუნდ SCHALKE 04-ს მაისურზე გაზპრომის წარწერა აღარ ექნება

ცნობილ გერმანულ საფეხბურთო გუნდს, შალკე 04-ს კლუბის მაისურზე რუსული კომპანიის, გაზპრომის წარწერა და ლოგო აღარ ექნება. ამის შესახებ კლუბი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, კლუბმა გადაწყვიტა, რომ მაისურიდან გაზპრომის წარწერა და ლოგო წაშალოს. ამის ნაცვლად, გუნდს უბრალოდ საკუთარი სახელი, Schalke 04 ეწერება". - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გაზპრომი კლუბის სპონსორი 2006 წელს გახდა.

კომენტარები