რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკელი სეპარატისტები ლუგანსკის ოლქის სრულად დასაკავებლად ოპერაციას იწყებენ

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად, ოკუპირებული ლუგანსკის მარიონეტულმა რეჟიმმა დაიწყო ოპერაცია, რათა ლუგანსკის ოლქი მთლიანად დაიკავონ. 

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებდა მთელ ლუგანსკის ოლქზე, რომლის დიდი ნაწილიც კიევის კონტროლის ქვეშ იყო. 21 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. შემდეგში, მან გააკეთა განმარტება, რომ მან ეს მიწები აღიარა იმ საზღვრებში, რა საზღვრებზეც სეპარატისები პრეტენზიას აცხადებნდნე.

ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმი უკრაინის არმიას, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, დაუმორჩილებლობისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. 

მას შემდეგ, რაც ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების მარიონეტულმა რეჟიმებმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დახმარება სთხოვეს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა.

კომენტარები