კულება: პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, უკრაინა თავს დაიცავს, გაიმარჯვებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას ეხმაურება.

"პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მშვიდობიანი უკრაინული ქალაქები თავდასხმის ქვეშაა. ეს აგრესიის ომია. უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლაა." - წერს კულება Twitter-ზე.

რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის.

კომენტარები