კახა კალაძე ევროპულ საქართველოს მოუწოდებს სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნოს

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული".- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე  საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის პარალელურად დაანონსებულ ევროპული საქართველოს აქციის. 

კალაძეს თქმით, ყველას აქვს უფლება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს კანონის ფარგლებში. 

"არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში".- ამბობს კახა კალაძე. 

კვირას, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის დროს ევროპული საქართველო რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით უპასუხებს. პარტიის ცნობით, ევროპული საქართველო მსურველებს დროშებს სტადიონის შესასვლელთან დაურიგებს. 

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც.

საქართველო-რუსეთის მატჩი დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

კომენტარები