დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზურაბიშვილი: 2008-ში, 2014-ში დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას

რაც დღეს ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, ამერიკელი პარტნიორების სანქციებიც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, შეიძლება, ეს ვინმემ დემოკრატიის სისუსტედ აღიქვას, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას, ავტორიტარულ რეჟიმს შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა, მოქალაქეთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად.

რა თქმა უნდა, რეაგირება სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული [...] ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოდის მომავალში, რაც მოხდება. ბუნებრივია, სანქციები ადრე ნანახისგან ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ წარსულისგან, 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. რუსეთს ამის ფასი სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. დიდმა ბრიტანეთმა კი ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები დაუწესა.

კომენტარები