ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 23 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ფრანგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის და სტივენის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ხომლის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, გაბაშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები