ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დავაკავეთ, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 4 ადამიანი დააკავეს და სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიიდ ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბათუმში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას  700 გრამამდე მეტამფეტამინი ამოიღეს.  

ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. კი შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციისთვის დატოვებული ნარკოტიკები ამოიღეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი". - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. მისი  პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტითა და 19-260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს. 

კომენტარები