Victoria's Secret

"ოცნება ამიხდა" – VICTORIA'S SECRET-ს პირველად ჰყავს დაუნის სინდრომის მქონე მოდელი

24 წლის სოფია ჟირაუ პირველი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი გახდა, რომელიც Victoria's Secret-ის კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს.

სოფია ჟირაუ 2019 წლიდან მოდელია და ასევე ფლობს ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია Alavett-ს. 2020 წლის თებერვალში მან მონაწილეობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც მიიღო. 

"ამაზე ვოცნებობდი, ამისთვის ვმუშაობდი და ოცნება ამიხდა. როგორც იქნა, შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დიდი საიდუმლო. მე ვარ დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი, რომელიც Victoria's Secret-ისთვის იმუშავებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდით ჩემს პროექტებს, მადლობა Victoria's Secret-ს ჩემში მოდელის დანახვისთვის", - წერს სოფია ჟირაუ.

ქალის თეთრეულის ბრენდის კამპანიაში, რომელსაც Love Cloud Collection ჰქვია, მონაწილეობას 18 ქალი იღებს, მათ შორის პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოდელები არიან.

 

კომენტარები