Victoria's Secret

ადრიანა ლიმა: უმიზეზოდ ტანსაცმელს აღარასდროს გავიხდი

Victoriassecret.com

Victoria's Secret-ის ანგელოზმა ადრიანა ლიმამ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ტანსაცმელს არასდროს აღარ გაიხდის "უმიზეზოდ".

"მე ზარი მივიღე იმის შესახებ, რომ გადამეღო სექსუალური ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელებში ავტვირთავდი. მიუხედავად იმისა, რომ მე მსგავსი რამ ბევრჯერ მაქვს გაკეთებული, ჩემში რაღაც შეიცვალა, როდესაც ჩემმა მეგობარმა გამიზიარა, რომ საკუთარი სხეულით არ არის ბედნიერი. ამის შემდეგ დავფიქრდი, რომ ყოველ დღე ვიღვიძებ იმაზე ფიქრით, როგორ გამოვიყურები, ამიყვანენ თუ არა სამსახურში. საბოლოოდ გავიაზრე, რომ ქალების უმრავლესობა ყოველ დილით იღვიძებს და ცდილობს მოერგოს იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც საზოგადოება/სოციალური ქსელები/მოდა და სხვადასხვა სფეროები უწესებენ"- წერს ადრიანა ლიმა.

პოსტის შემდეგ ადრიანა ლიმამ ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა ვიქტორია სეკრეტის რამდენიმე მოდელს, კომპანიის კრეატიულ დირექტორს ედ რაზეკსა და თვითონ ვიქტორია სეკრეტის გვერდს.

ადრიანა ლიმა ვიქტორია სეკრეტში 1999 წლიდან არის, ის ანგელოზი 2000 წელს გახდა.

კომენტარები