NATO

სტოლტენბერგი: NATO აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს მიმართ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსული აგრესიის მუდმივ საფრთხესა და შავი ზღვის რეგიონში ვითარების გაუარესებაზე. ვაგრძელებთ ორივე ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

[...] ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის სამხედროების განლაგება საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და დუმას მოთხოვნა აღიარებული იქნას მთავრობის მიერ არაღიარებული ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა". - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს კარი ღიაა რჩება. სტოლტენბერგა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია არ დავბრუნდეთ იმ ეპოქაში, როცა "დიდი ძალები ჩაგრავდნენ, აშინებენ, ბრძანებლობდნენ სხვებზე". 

"NATO-მ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და NATO-ში გაწევრიანებას წყვეტს მხოლოდ ასპირანტი ქვეყნა და ალიანსი. სხვა არავინ". - ამბობს გენერალური მდივანი. 

კომენტარები