2022 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.
მიმდინარე წლის პირველი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის ტრიუმფატორი კარლა სიმონის ესპანური ფილმი Alcarràs გახდა. ჯილდოები შეხვდათ ასევე ისეთი ცნობილ არტ ჰაუს რეჟისორებს, როგორებიც არიან კლერ დენი და ჰონგ სანგ-სუ.
ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტი ამერიკელი რეჟისორი, მეექვსე გრძნობისა და ნიშნების ავტორი, მ. ნაით შიამალანი იყო. ჟიურის წევრებს შორის იყო ასევე მსახიობი კონი ნილსენი და რეჟისორები რიოსუკე ჰამაგუჩი, ციცი დანგარემბგა, ან ზოჰრა ბერაშედი.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:
მთავარი პრიზი, ოქროს დათვი
Alcarràs, რეჟ. კარლა სიმონი
ჟიურის გრან პრი, ვერცხლის დათვი
The Novelist, რეჟ. ჰონგ სანგ-სუ
ჟიურის პრიზი, ვერცხლის დათვი
Robo of Gems, რეჟ. ნატალია ლოპეს გალარდო
ვერცხლის დათვი რეჟისურისთვის
კლერ დენი, Both Sides of the Blade
ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის
მელტემ კაპტანი, Rabiye Kurnaz vs George W Bush
ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის
ლაურა ბასუკი, Before Now & Then
ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის
ანდრეას დრესენი, Rabiye Kurnaz vs George W Bush
ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული წვლილისთვის
რითი ფანი, Everything Will Be OK
სპეციალური აღნიშვნა
A Piece of Sky, რეჟ. მაიკლ კოხი
წყარო: IndieWire