ტრეილერი

30 წლის შემდეგ ჩიპი და დეილი ბრუნდებიან – [TRAILER]

ცნობილი მღრნელები 30-წლიანი პაუზის შემდეგ ეკრანს უბრუნდებიან. ჩიპი და დეილის სრულმეტრაჟიანი ანიმაციის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა.

ახალ ვერსიაში მთავარ გმირებს მუსიკალური კომედიური ჯგუფის The Lonely Island-ის წევრები ენდი სემბერგი და ჯონ მალეინი ახმოვანებენ. პროექტში ასევე მონაწილეობენ სეტ როგენი, ერიკ ბანა, უილ არნეტი და ჯეი ქეი სიმონსი. 

ტრეილერში ჩიპისა და დეილის გარდა სხვა ანიმაციური პერსონაჟები, მათ შორის კურდღელი როჯერი და ალადინი გამოჩნდნენ.

მხიარული მეგობრები პირველად 1949 წელს გამოჩნდნენ, ჩიპს და დეილს პოპულარობის მეორე ტალღა 80-90-იანი წლების მიჯნაზე ჰქონდათ, როდესაც დისნეის არხის ეთერში სერიალი Rescue Rangers გამოვიდა. წარმატებულ 3 სეზონს, რამდენიმე საკულტო კომპიუტერული თამაში მოყვა. ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი სტრიმინგის სერვისზე Disney+ მიმდინარე წლის 20 მაისს გამოვა.

კომენტარები