კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გადავდივართ ომიკრონის ტალღის პიკს

დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, მაგრამ მაინც იკლებს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ ომიკრონის ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან შემთხვევების კლების რაოდენობა უნდა გვქონოდეს, თუმცა, ეს შესაძლებელია გახანგრძილვდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. ასევე საერთაშორისო გამოცდილება გვებუნება პრეპიკურ მაჩვენებლებზე თვითონ ის ქვეყნებბი, რომლებმაც გადაიარეს პიკი, მაგალითან – სამხრეთ აფრიკა, ბრიტანეთი და სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა, ჯერჯერობით მაინც ვერ ჩამოდიან. დღეს ქვეყანაში 95% ომიკრონია, ერთეულია დელტა შტამით ინფიცირება, ან კიდევ სხვა შტამებით.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები