ჰოლივუდი

ამერიკის კინოგაქირავებას სიკვდილი ნილოსზე ლიდერობს

Deadline

აგატა კრისტის რომანის ახალი ეკრანიზაცია ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია. სურათმა გამხსნელ უიქენდზე 12.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე 8.05 მილიონით Jackass იკავებს. მესამე ადგილზე ჯენიფერ ლოპესის ახალი რომანტიკული კომედია ქორწინება ერთი ნახვით გავიდა, ფილმმა გამხსნელ უიქენდზე 8 მილიონი მოაგროვა. 

სიუჟეტის მიხედვით კენეტ ბრანას მიერ განსახიერებულ გამომძიებელს, ერკიულ პუაროს მორიგი რთული, თავბრუდამხვევი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს. ბრანას გარდა ფილმში მთავარ როლებს ანეტ ბენინგი, გალ გადოტი და არმი ჰამერი ასრულებენ. 

ფილმს პრობლემები შეექმნა არაბულ ქვეყნებში. სიკვდილი ნილოსზე ქუვეითის კინოგაქირავებიდან მოიხსნა. მიზეზი ერთ ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გალ გადოტი გახდა. გადოტი მსახიობობამდე ისრაელის ჯარში მსახურობდა. სწორედ მისი სამხედრო წარსული გახდა აკრძალვის მიზეზი. რამდენიმე წლის წინ იგივე მიზეზით ქუვეითში კინოგაქირავებიდან მოიხსნა ქალი საოცრება.

დეტექტიური ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ქართულ კინოგაქირავებაში გამოსული ასევე ქორწინება ერთი ნახვით.

კომენტარები