ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას და აჩაბეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების,  აღმაშენებლის ხეივნის და ფარსადანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ტაშკენტის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები