კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი პანდემიის დასასრულის პერიოდი იქნება

ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება საქართველოში პანდემიის დასასრულის პერიოდი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება ომიკრონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში. ომიკრონით ინფიცირებისას ყველა იმ ადამიანის რისკი, რომელმაც დეკემბრის თვეში გადაიტანა დელტა, პრაქტიკულად, იგივეა, როგორც არაგადატანილი ადამიანის. შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც ომიკრონიც არ იყოს ბარიერი.

თქვა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები