NATO-საქართველო

ილვესი: საქართველოს ხელისუფლებას NATO-სთვის გაუჭირდება დამტკიცება, რომ ღირებულებებს იზიარებენ

გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი გეგმა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გარდაქმნის პროცესი არაა. ეს ეხება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასაც. ამ პარამეტრით საქართველო რთულად თუ შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას. ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა სიტუაცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას NATO-ს წევრებისთვის გაუჭირდება დამტკიცება, რომ საქართველო მათ ღირებულებებს იზიარებს. ეს ცივი ომის პერიოდში შეეძლო დემოკრატიის დეფიციტის მქონე ქვეყანას ალიანსში შესვლა, თუმცა დღეს – არა.

უკრაინას, ალბათ, შეუძლია წევრობის მოთხოვნა. იქ ტარდება სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. და ჯარიც [შესაბამის] დონეზეა.

თქვა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვა, თუ რას ფიქრობს ის საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე, დღევანდელი მოცემულობით. 

კომენტარები