მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: უკრაინას სააკაშვილის გადაცემა არ მოუთხოვია – მათთვისაც თავის ტკივილია

სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ გაჟღერებულა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ ყოფილა მთელი ამ დროის განმავლობაში და არც იქნება, მათ შორის, იმის გამოც, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. რა თქმა უნდა, ნაკლები, იქ იმდენი რესურსი არ აქვს, აქ არის ოპოზიციის ბელადი და იქ არ არის ოპოზიციის ბელადი, მაგრამ მაინც მათთვისაც არის თავის ტკივილი. არავითარი ინტერესიც არ ჩანს უკრაინის მხარის, რომ მათ გვთხოვონ სააკაშვილის გადაცემა, შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალური არ არის.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ექსპრეზიდენზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. 

კომენტარები