კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ შემთხვევების შემცირებას

ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში იმ რიცხვებით, რაც არის ყოველდღიურად. ამ კვირის განმავლობაში ალბათ შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, დაახლოებით იმავე ფარგლებში, პლუს/მინუს 10% და დიდი ალბათობით, უკვე იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას ახალი შემთხვევების რაოდენობა, თუმცა, მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში უმადურია

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე კურიერთან.

კომენტარები