კორონავირუსი საქართველოში

ვის უმცირდება იზოლაციისა და კარანტინის ვადები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულების და მათი კონტაქტების იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა:

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

COVID 19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს.

იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების გავლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

უწყების ცნობით, ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid 19-ის დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არაა საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი, "იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია".

ვირუსის საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 დღით.

"სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება. იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი". 

კარანტინის ვადები მცირდება კონტაქტების, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში.

იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;
  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;
  • ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

კომენტარები