საქართველო-ევროკავშირი

ჰარცელი: ევროპაში საქართველოს ბევრი მეგობარი სვამს კითხვას – სად მიდის საქართველო

საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს ერთ-ერთი გზაა და არა ერთადერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებით და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამაზე პანელის მონაწილეები როგორ ისაუბრებენ.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები