ენმ

მელია: პასუხისმგებლობას ვიღებ, ოცნებასთან შემდეგი ორთაბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია მზად უნდა დახვდეს ყველა ტიპის ბრძოლას. იქნება ეს საარჩევნო, თუ მშვიდობიანი საპროტესტო ბრძოლა. ეს არის ის, რაზეც არათუ არ გვისაუბრია, არ მიგვიღია გადაწყვეტილება, არ გვიმსჯელია სერიოზულად. ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება – მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ერთი მხრივ, ჩვენი ძვირფასი დროის, ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს, მაგრამ, პარალელურად, აღარ დავუშვათ ის შეცდომა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებდით.

[...] სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლაც არ უნდა მოგვიწიოს ქართულ ოცნებასთან, ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ, იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვარ მოტივირებული, როგორც არასოდეს, მჯერა წარმატების.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები