ენმ

მელია: რიგით წევრად რომ დავრჩე, ბარამიძე მოვა თავმჯდომარედ და სააკაშვილი გათავისუფლდება?

რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ. ჰქონდათ სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრებები, მაგრამ როდესაც ესაუბრები და ვჯერდებით, ბუნებრივია, ვაგრძელებთ გზას. თუ მე პარტიისთვის ახლა ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს, ვერც ერთი ადამიანი მსოფლიოში ვერ მომედავება – რომ გამოვიდე და მეთქვა, უი, იქ რაღაც 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილონი ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მოდით, რიგით პარტიის წევრად დავრჩები. 

თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება. და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? მხარდაჭერა გაიზრდება? თუ რა შეიცვლება? პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული, მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ, ქმედით წინადადებას, ღმერთი-რჯული, მხოლოდ გამიხარდება. არ მსმენია, გარდა იმისა, მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში მის მიმართ უკმაყოფილების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

კომენტარები