პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: არ ვაპირებთ ნაციონალური მოძრაობის ქოლგასთან დგომას

არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობის ქოლგის, ქოლგასთან და ასე შემდეგ დგომას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რა თანამშრომლობის ფორმატი გვექნება, ამაზეც დღეს არ ვმსჯელობთ. თუმცა ხვალ, ზეგ ამაზე დაფიქრება, ალბათ, მოგვიწევს. დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ. დღეს არის სტრატეგია აღმაშენებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივები, ჰყავს წარმომადგენლები პარლამენტში, საკრებულოებში. გვაქვს კონკრეტული თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოვდივართ, ვუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში. გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს.

კომენტარები