პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია უგულავას ინიციატივაზე: ნებისმიერი ასეთი მანიპულაცია არასერიოზულია

ყველა პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ღირებულებებს, პოლიტიკურ შეხედულებებს. ყველა სხვა ტიპის გაერთიანება და მანიპულაცია განწირულია წარუმატებლობისთვის ან პარტიის და ამ გაერთიანების, ან ქვეყნის. ხშირად მოჰყავთ ოცნების მაგალითი – აი, როგორები იყვნენ და ხომ მოიგესო. ჯერ ერთი, იქ ცალსახა ლიდერი იყო, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ, მერე ქვეყანას რა მოუტანა ამას. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მანიპულაცია, მოდი ახლა ასე დაჯგუფდნენ ვიღაცები და ეს არის წარმატების ფორმულა, არის არასერიოზული და ჩვენ არც კი განვიხილავთ ამას სერიოზულად.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში. გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს.

კომენტარები