პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ფანჩატური შეიცვალა ქოლგით

ფრთიანი ფრაზები არსებობდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური, ტერმინი შეიცვალა ქოლგით, ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არაა კონკრეტულ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

კომენტარები