საპარლამენტო ბოიკოტი

ბოკერია ენმ-ზე: რაც არალეგიტიმურად მიგაჩნია, იქ რატომ უნდა იყო? სიტყვას არ უფრთხილდებიან

საზიანოდ მიმაჩნია დემოკრატიის სიმულაცია ივამიშვილის რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით იმ ძალებისგან, რომლებიც ჩემზე უფრო რადიკალურები არიან ხოლმე შეფასებებში  - "პუტინის მონა, ხიხო, ყველა წითელ ზღვარს გადასცდა, არჩევნებს აზრი აღარ აქვს" და მეორე მხრივ, არალეგიტიმურ პარლამენტში შედიხარ და არც ხსნი ამას არგუმენტებით. თუ არალეგიტიმურად თვლი პარლამენტს და არ წარმოადგენს ის ქართველი ხალხის ნებას, იქ არ უნდა იყო.

რაღაც არგუმენტი ხომ უნდა თქვა? არა, ისინი თვლიან, რომ ხალხი ავტომატურად გადაყლაპავს ამას და არაუშავს, თუ გუშინ ისტერიულად იძახდი, რომ "მოღალატეა, პუფია ყველა, ვინც შევა" და მერე შენ აკეთებ იგივეს...

...რაც არალეგიტიმურად მიგაჩნია, იქ რატომ შეიძლება, იყო? მთელი მუღამი ხომ ეგ იყო? ევროპული საქართველოსგან განსხვავებით, ზოგიერთები ისტერიულები იყვნენ. ჩვენ, თავის დროზე, როცა ბოიკოტის გადაწყვეტილებას ვიღებდით, სერიოზული დისკუსია გვქონდა ამ თემაზე, ზოგიერთები გვეუბნებოდნენ - რა არის აქ სადისკუსიო, ასეთი არჩევნების შემდეგ როგორ შეიძლება... ამ თავის სიტყვასაც არ უფრთხილდებიან და მერე უკვირთ, რატომ არის იმედგაცრუება საზოგადოებაში, როცა ლიდერები არიან ოპოზიციის, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ პირველ რიგში, არც კი თვლიან საჭიროდ, საკუთარ ხალხს, რომელსაც ცოტა ხნის სულ სხვა რამეს ეუბნებოდნენ, უთხრან, რატომ შეიცვალეს აზრი.

აზრი შეიძლება  შეიცვალო, მაგრამ რაღაც არგუმენტი უნდა მითხრა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველზე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე.

კომენტარები