საპარლამენტო ბოიკოტი

დავითულიანი: პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, რას შემოდის დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ

პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, პარლამენტში რას შემოდის ხატია დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს "გაყალბებულ" პარლამენტში და ამის მონაწილე ხდება? – ჩამოყალიბდეს.

მათი უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, დესტრუქციას ყოველთვის შეეცდება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან. ვიდრე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს მტრის ბანაკებად დაინახავენ, მანამდე იქნებიან ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სისტემის მტრები

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ენმ-ს გადაწყვეტილებაზე, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს.

კომენტარები