საპარლამენტო ბოიკოტი

ელისაშვილი: იმედია, ენმ-ს საპარლამენტო საქმიანობა მარტო მაგიდაზე ახტომით არ შემოიფარგლება

კარგია, რომ ბრუნდებიან. ის ბოიკოტი თავიდან ბოლომდე ამაო იყო. თან არ მესმის ბოიკოტის -  ხელფასი რომ არ დაგექვითოს, მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ე.ი მუშაობა გეზარება.

ეს იყო სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის ე.წ ბოიკოტი. სინამდვილეში არანაირი ბოიკოტი არ იყო. კარგი იქნება, თუ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან და მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით, რეალურად ვიმუშავებთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს.

პარტია მოქალაქეების დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები