NATO-საქართველო

დუდა: უნდა გაიმართოს NATO-საქართველოს შეხვედრა სახელმწიფო მეთაურების დონეზე

NATO-ს მომავალ [მადრიდის] სამიტზე,  გენერალურ მდივანს ვთავაზობ, რომ გვქონდეს NATO-უკრაინისა და NATO-საქართველოს შეხვედრები. აღვნიშნავ, რომ მე საქართველოს პრეზიდენტსაც ვესაუბრე. პეკინისკენ მიმავალ გზაზე თბილისში გავჩერდი და ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდი. ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, ვკითხე საკუთარი, როგორც უკრაინის აღმოსავლეთით მყოფი სახელმწიფოს მეთაურის ხედვის შესახებ.  მსურდა გამეგო მისი პერსპექტივა და შეფასება, როგორ ხედავს [უკრაინის] სიტუაციას საქართველოს გამოცდილებით.

მჯერა, რომ საქართველო უნდა მოვიწვიოთ სახელმწიფო მეთაურების დონეზე, უნდა გვქონდეს შეხვედრა NATO-საქართველოს ფორმატში, ასევე NATO-უკრაინის შეხვედრა, ამავე დონეზე, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა ამ ქვეყნების მიმართ, ასევე რადგან ვაჩვენოთ, რომ ისინი არ მიგვიტოვებია. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგულნი და ჩვენ უნდა გამოვხატოთ, რომ NATO-საც ახსოვს ისინი. დღეს ეს საკითხი ალიანსის სანდოობისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. გასულ კვირაში ანდჟეი დუდა ტრანზიტული ვიზიტით თბილისს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

კომენტარები