კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 36.47%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 362 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 36.47%-ია, ბოლო 7 დღის - 27%, ბოლო 14 დღის კი 30.65%.

19 098 ახალი შემთხვევიდან თბილისში 9 295 გამოვლინდა, აჭარაში - 1 456, იმერეთში - 2 988, ქვემო ქართლში - 1 008, შიდა ქართლში - 1 147, გურიაში - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 233, კახეთში - 828, მცხეთა-მთიანეთში - 336, სამცხე-ჯავახეთში - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 72

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 314 603 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან  1 089 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  15 212 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში  210 274 აქტიური შემთხვევაა. 

1 146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, მათ შორის, თბილისში - 447 მკურნალობს, აჭარაში - 150, იმერეთში - 352. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 282 ადამიანი,  მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 29


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები