დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ II-ს სურს, რომ პრინც ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ მის ცოლ კამილას დედოფალი ეწოდოს

Getty Images

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ გამოაცხადა, რომ სურს, პრინცი ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ მის ცოლს, კორნუელის ჰერცოგინია კამილას დედოფალი (კონსორტი) ეწოდოს.

ტახტზე ასვლის 70 წლისთავთან დაკავშირებით დედოფალი წერს, რომ მისი "გულწრფელი სურვილია", კამილამ ეს ტიტული მიიღოს. აქამდე არსებობდა ვარაუდები, რომ კამილას პრინცესა კონსორტი ეწოდებოდა.

ტერმინი დედოფალი კონსორტი მმართველი მეფის ცოლს აღნიშნავს. ელისაბედ მეორის შემთხვევაში პრაქტიკა განსხვავებული იყო, მის ქმარს პრინცი ფილიპი (პრინცი კონსორტი) ეწოდა. იგივე პრაქტიკა გავრცელდა დედოფალ ვიქტორიას ქმარზეც, პრინც ალბერტზე.

ტრადიციულად, ჩვეულებრივი პრეცედენტი იქნებოდა, რომ პრინცი ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ კამილა ავტომატურად გამხდარიყო დედოფალი, თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ვარაუდობდნენ, რომ ასე არ იქნებოდა.

კომენტარები